პასტა პესტო

19 სექ 2019 |

დაივიწყეთ მაკარონი მოხეხილი ყველით! დაივიწყეთ! დროა მოამზადოთ რაიმე სხვა, უცხო, კიდევ უფრო გემრიელი და დაუვიწყარი... ეს არის პასტა, რომლიც ერთი გასინჯვით შეგიყვარდებათ. მწვანე რეჰანი, იგივე ბაზილიკი, თქვენს კერძს საუცხოო ხასხასა მწვანე ფერს და არომატს მისცემს. თქვენს წინაშეა - პასტა პესტო!

ინგრედიენტები

მომზადება

პირველ რიგშ აადუღეთ წყალი და მოხარშეთ პასტა. იდეალური დრო პასტას მოსახარშად 8-დან 12 წუთამდე.

რაც შეეხება სოუსს, ბაზილიკის ფოთლები 30 წამი მოათავსეთ ადუღებულ წყალში, შემდეგ გადაიტანეთ ცივ წყალში და ბოლოს გააშრეთ.

ნიორი, ზეთი, მარილი და გირჩის თესლი/ნუშის მარცვლები ერთად დააბლენდერეთ, დაამატეთ ბლენდერში ბაზილიკის ფოთლები და დაელოდეთ ვიდრე არ მიიღებთ ერთიან მასას. სოუსს დაუმატეთ გახეხილი პარმეზანი.

პასტა და ბაზილიკის სოუსი ღრმა ჯამში კარგად აურიეთ ერთმანეთში. გასაფორმებლად მოაყარეთ პარმეზანი, ან რეჰანის ფოთლები. ახლა გასინჯეთ.... ხომ მართალი ვიყავი? :)

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.